Saturday, April 18, 2009

ბიორობოტი, ვერსია 22.11.1965


ბიორობოტი, ვერსია 22.11.1965, გამოშვების ადგილი: 41°44'30''N 44°47'40''E
მოვედი იმისთვის, რომ წავიდე... ბრაიონ გაისინი, მაგი, პოეტი, 1001 ღამიდან... ყველაფერი რასაც ვამბობ უკვე სადღც უკვე თქმულა. მე მხოლოდ ახალ მოზაიკას ვაგებ... ახალ ანაბეჭდს ვტოვებ სიცარიელეში... მოვედი იმისთვის რომ წავიდე... მხოლოდ კომეტის ხილვას ცაზე ძალუძს განგაცდევინოს უსასრულობა და წარმავლობა. და იმ წამს თუ ჩაიხედავ საკუთარი სულის სიღრმეში აღმოაჩენ რომ შენც კომეტა ხარ, კუდიანი ვარსკვლავი... ყოველი კაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია... ვარსკვლავი რომელიც გაიელვებს დისპლეიზე და გაქრება, რათა როდესღაც კვლავ გამოჩნდეს ახალ განსხეულებაში... დღეს რაღაც უცნაურ ხასიათზე დავდექი. აღდგომის მისტერია ყველაზე ინდივიდუალურად ახდენს ზემოქმედებას. მე ყოველთვის მახსენდება, რომ მათ გამოსაღვიძებლად და დემიურგის დიქტატურის დასამხობად ჩამოსული მაცხოვარი ადამიანებმა საკუთარი წარმავალი ბედნიერების განცდის შესანარჩუნებლად გააკრეს ჯვარზე. დღეს კი თაყვანს სცემენ მიუხედავად იმისა, რომ ილუზიური სამყაროს კოლექტიური კონსტრუირებით არიან კვლავ დაკავებული. ის კი კვლავ და კვლავ გვევლინება, რათა გვიჩვენოს გზა თუ როგორ დავაღწიოთ თავი მატრიცას, ჩვენ კი კვლავ და კვლავ ვაგზავნით მას გოლგოთაზე... მოვედი იმისთვის, რომ წავიდე...

0 comments:

Post a Comment