
რატომ ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ყველა უბედურების სათავე ქალია? ალბათ მამრი დემიურგის გეგმაში შედიოდა ეს შიში ჩვენ ქვეცნობიერის სიღრმეში ჩაედო და ამით ადამიანი გამთლიანებისგან დაეზღვია. ამ დილაუთენია ვუყურე კიდევ ერთ არაერთაზროვან ფილმს იმაზე, თუ როგორ დაეცა ლიბერტაცია მოღალატეების, ლეგიტიმირებული დანაშაულის და დაუმორჩილებელი სექსუალური ლტოლვის ხელშეწყობით. მეეჭვება რომ მეკობრე ქალებს თავისუფლების სავანეში სექსუალურ მოთხოვნილებებთან პრობლემები ქონოდათ, ეს ალბათ უფრო სექსუალურ რევოლუციამდელი ამერიკის უმწიკვლო გონებაში დაბადებული მითია, მითი იმაზე, რომ მშვენიერი მეკობრე კაპიტანი Spitfire მშვენიერი გამყიდველი მამაკაცის დანახვაზე წითლდება და მზადაა დაიკიდოს თავისუფლება მასთან მონობაში გატარებული სიბერის გამო. რას არ ნახავს კაცი. მაგრამ ეს ფილმი მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ უწამლავდნენ გონებას Baby boom-ის თაობას ისტორიებით ცუდ მეკობრეებზე და მშვენიერ მოღალატე გმირებზე.


ვინც ამას ცდილობს, იმას საერთოდ არაფერი წაუკითხავს და გაუგია ცხოვრებაში. ფემინიზმზე და ქალის როლზე ვსაუბრობდი გუშინ ჩემს პოსტში. ძალიან საინტერესო სტატიებია aish.com-ზე. ეგ დემიურგები ყოველთვის იმას ქმნიან, რაც თვითონ უნდათ. პრინციპში, ფსიქოლოგიურადაც ასეა, ქალების უმრავლესობას მონობა ურჩევნია, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით :| მე კი - ერთადერთი დემიურგი ვიცი ამქვეყნად ;) იმან ჩვენზე უკეთ იცოდა ყველაფერი, როცა "სცენარს" წერდა.
ReplyDelete