
იყავი სხვა... იყავი გან-სხვა-ვებული... იპოვე სხვა საქართველო... სხვა ცხოვრება... დაამატე სამყაროს კიდევ ერთი სხვა ფერი... სხვა ისტორია... ნუ იქნები კიდევ ერთი სპერმატოზოიდი წარმატებისკენ მსწრაფ არსებების მარათონში. მიჩვენე სხვა სამყარო... სხვა სიზმარი... სხვა მოგზაურობა უსასრულობაში... იყავი სხვა დემიურგი სხვა აღქმის სფეროში...
ნუ იქნები მოსაწყენი და უინტერესო, ნუ დაემსგავსები სხვას, გახადე შენი ცხოვრება მნიშვნელოვანი შენთვის, ისე რომ სიკვდილის შემდეგაც კი მან არ დაკარგოს შენთვის ეს მნიშვნელობა... ნუ იდარდებ იმაზე თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები, როგორ აღგიქვავენ, რას თვლიან... აჩვენე მათ ის რაზეც არც კი უოცნებიათ, რაც მათი წარმოდგენის საღვრებსაც კი სცილდება... იყავი დემიურგი... იყავი სხვა...


კარგია, განსხვავებული იყო, მაგრამ მგონია, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ცდილობს "სხვა" იყოს და ბოლოს, რაღაც ფსევდოგანსხვავებული გამოდის. ჯობია, ჯერ საკუთარი თავი იპოვოს ადამიანმა და იყოს ის, ვინც არის ;)
ReplyDeleteმე და ჩემი მეგობრები ვხუმრობდით ამასწინათ "მოდურ" ტენდენციაზე: "მინდა ვიყო странный"
თუ ისეთივე ხარ როგორიც შენი მეზობელი, მეგობარი და ა.შ., გივე სურვილები გმოძრავებს, იგივე აზრები გაქვს, იგივე განცდები, მაშინ რა აზრი აქვს შენ ყოფნას? და საერთოდ ხარ კი? :)
ReplyDelete