
საინტერესოა არის თუ არა კავშირი რუსულ ორგანიზებულ დანაშაულსა, ანარქისტულ მასონურ ლოჟებსა და ქრისტიანულ გნოსტიკურ სწავლებებს შორის, მაგალითად პავლიკანელების მოძრაობასთან. საინტერესო ფაქტია, რომ ევროპული ანარქიზმი და რადიკალური ავანგარდული ხელოვნება, მაგალითად ”დადა”, მჭიდროდ იყო დაკავშირებული გნოსტიკურ მოძღვრებებთან. იგივე შეიძლება ითქვას ამერიკულ ანარქიზმზე. რუსი ანარქისტებიც თავისი იდეოლოგიით გნოსტიკების მოძღვრებასთან არიან კავშირში და საეჭვოა, რომ დანაშაულებრივ სამყაროზე, თან ისეთ იდეოლოგიზირებულზე როგორიც მაგალითად ”კანონიერი ქურდების” ინსტიტუტი იყო ამას არ მოეხდინა გავლენა. მითუმეტეს როდესაც ”კანონიერი ქურდები” თავიდან სწორედაც რომ ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ.


0 comments:
Post a Comment