სოფო ტაბატაძის პრეზენტაციაზე დისკუსიამ დამაფიქრა. საინტერესოა რატომ აღელვებთ ადამიანებს ის, რომ შეიძლება საკუთარი იდენტურობა დაკარგონ? არ იყვნენ არც ერთი კულტურის და არც მეორე კულტურის წარმომადგენლები. არ ცხოვრობდნენ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და არ იყვნენ მიბმული სივრცის რომელიმე წერტილზე. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავის რაიმე ჯგროსთან მიკუთვნება თავდაჯერებას მატებთ და ეჭვი იმისა, რომ სინამდვილეში არ არსებობენ, მუდმივი კომუნიკაციის პროცესში ეკარგებათ. აღზრდაც უწყობთ ხელს, მათ ხომ ბავშვობიდან აპროგრამებენ კუთვნილებაზე: შენ ქართველი ხარ, შენ ბიჭი ხარ, შენ ოჯახის ქალი უნდა გაიზარდო, შენ უნდა გახსოვდეს ვისი ჯილაგის ხარ, შენ უნდა იპოვო საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და ა.შ. თორემ უსასრულო თამაშის ექსპერიენსში ჩაკარგულ არსებებს დამოუკიდებლად ხომ არასოდეს მოუვათ თავში ასეთი სულელური იდეები. მათთვის ხომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს წამია, წამი როდესაც საკუთარ ყოფიერებას შეიგრძნობენ და როდესაც მაცხოვრის მცნებით ცხოვრობენ: ” შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ.”
ლადო ონიანი -- სარკე
1 month ago


0 comments:
Post a Comment