ენის როლზე ჩვენი აზროვნების პროცესის წარმართვაში, დასკვნების გამოტანში, კომუნიკაციაში და შესაბამისად კონვენციალური რეალობის ჩამოყალიბებაში დიდი ხანია საუბრობენ და ეს საუბრები გასცდა კიდეც ”ელიტარული” ”ინტელექტუალების” წრეს. მაგრამ ქმედითი მეთოდები დაირღვეს ენის ეს დიქტატი რატომღაც არ ჩანს. თუ არ ჩავთვლით პოსტმოდერნისტულ ”პოლიტკორექტულობას”. ჩემი აზრით ენის საკრალიზაცია, ტაბუირება და იდეალიზაცია განაპირობებს მის ერთპიროვნულ ბატონობას და ამის წინააღმდეგ რაც ძალგვიძს მოვიმოქმედოთ გავაცნობიეროთ ენის როგორც კომუნიკაციის ინსტრუმენტის პირობითობა. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი პირველადი კანონები, რომლებიც აწესრიგებენ ენის ქსოვილს. ეს კრისტალური წარმონაქმნები ინფორმაციის ოკეანეში მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენებია მარილის კუნძულების მსგავსად და ისინი შეიძლება მხოლოდ წუთიერი ინტერესების განსახორციელებლად გამოვიყენოთ. იმისათვის კი, რომ არ გადავიქცეთ ამ კუნძულების მსახურებად და ჩვენი სიცოცხლე არ მივუძღვნათ წარსულის წარმონაქმნების რეანიმაციას და სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებას საჭიროა ვისწავლოთ მოგზაურობაოკეანის უკიდეგანო სივრცეებში, იმ პირველადი თხევადი ენის ქაოსის ტალღებზე, რომელიც ბაბილონის გოდოლის დაცემამდე გააჩნდა კაცობრიობას, ენისა მყარი კრისტალური გრამატიკის გარეშე რომელიც მხოლოდ კომუნიკაციას ემსახურება და რომელშიც ყოველი შეთანხმება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის პროცესში მოქმედებს.


0 comments:
Post a Comment