ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კიდევ ერთხელ დავინახე თუ რა წარმატებით და მოხერხებით ახორციელებს სისტემა ახალი ჭანჭიკების რეკრუტირებას. ძველი, დაძალების დოქტრინა დიდი ხანია რაც შეიცვალა ცდუნების დოქტრინით და ყველაფერი მარტივად ხდება - ყველას ეძლევა საშუალება მისთვის მისაღები ფორმით ჩაერთოს საყოველთაო ფერხულში და სისტემისთვის გამოსადეგი სამუშაო შეასრულოს. მთავარია არ დაიკარგოს ძირითადი იდეა - თითოეული ჩვნთაგანი ერთი დიდი მექანიზმის ნაწილები ვართ და იმდენად თავისუფალი, რომ მექანიზმს საფრთხე არ შევუქმნათ. მაშინ როდესაც ძველი თაობები მისტირიან მათთვის ჩვეულ კომუნიკაციებს და თვლიან, რომ ინტერნეტი და თანამედროვე მედია ახალგაზრდობის დესოციალიზაციას უწყობს ხელს, სისტემის უხილავი ხელი ამ ფსევდოასოციალურ არსებებს თავაზობს კომუნიკაციის ახალ საშუალებებს, რათა მათ იპოვონ თავისი მსგავსი არსებები ახალ რეალობაში და თუ ფიზიკურად არ ძალუძთ ერთმანეთთან შეხება, ეს ილუზიურ სივრცეში მაინც განახორციელონ. სოციუმი ვირტუალობის ერთი დონიდან უბრალოდ ინაცვლებს მეორე უფრო ღრმა დონეზე და იმის იმედი რომ როდესმე ჩვენ შევძლებთ ამ ზმანებიდან გამოფხიზლებას სულ უფრო მცირდება.
მე დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ ახალგაზრდები მზად არიან ასე ადვილად დათმონ თვითგამოხატვის ავტონომიურობა და პირადი დღიურებიც კი კომერციის საგნად აქციონ.
შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ მიუხედავად იმ სოციალური კატაკლიზმებისა რომლის არეალად არა მარტო თბილისი იქცა, ეს ახალგაზრდები, რომელთა ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ სტუდენტები არიან, ვარდისფერი მინების მიღმა უყურებს რეალობას.


0 comments:
Post a Comment