Sunday, May 3, 2009

ბოროტების იმპერია


ფილიპ დიკი თავის პოსტმოდერნისტულ ”გამოცხადებებში” წერდა, რომ იმპერია არასოდეს დამთავრებულა. იმპერია რომელიც დღემდე სპექტაკლში გვაცხოვრებს და რომელიც იმ დიდი დაცემიდან დაიწყო, რაც სამყაროს შექმნას უძღოდა წინ. ჩვენ აი უკვე 2000 წელი ანტიქრისტეს ბატონობის ქვეშ ვცხოვრობთ, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ანტისოციალური და ბუნტარული მსოფლმხედველობა გააუვნებელყოფა და ადამიანების დასამონებლად იყენებს. დღესაც კი მაცხოვარი კვლავ რომ დაბადებულიყო პირველები ისინი იქნებოდნენ ვინც მას ჯვარს აცვავდა. რუსეთის იმპერია მხოლოდ მახინჯი ანარეკლია იმ ფარული იმპერიის, რომელიც დღეს უკვე სხვა ქურქში გვევლინება. მაგრამ ღირს მიიღო ქრისტიანების მანტიაში გახვეული დარვინისტების გამოწვევა, მათი ვინც თვლის რომ გამარჯვებული ყოველთვის მართალია, მათი ვინც ამართლებს გენოციდს რადგან მათი მეუფება თავისუფლების მოყვარული ადამიანების სისხლზეა დაფუძნებული. მათ კი ვისაც სულს სეთის მხურვალე სიო უთბობს, ვისთვისაც დაუოკებელი ქალღმერთის შეხება ძვირფასია ერთი უპირატესობა აქვთ: ისინი მზად არიან ნებისმიერი ხერხით იბრძოლონ იმპერიის წინააღმდეგ. რადგან აქ ბრძოლა სიცოცხლისთვისა და თავისუფლებისთვის მიმდინარეობს. იმპერია კი თავის მთავარ პრინციპს, პრინციპს რომ კანონი ყველაფერზე მაღლა დგას ვერასოდეს უღალატებს, რადგან მისი მეუფება მხოლოდ ადამიანების მორჩილებას ეყრდნობა.
Eris 4ever!... Viva Discordia!...

0 comments:

Post a Comment