Thursday, May 21, 2009

მშიშარა ”ღმერთი”

”თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.”

”და თქვა უფალმა: აჰა, ერთი მოდგმაა და ერთი ბაგე აქვს ყველას, და ამის კეთება დაიწყეს, და ახლა თავს არ დაანებებენ ისინი არაფერს, რის კეთებასაც განიზრახავენ.”

სამწუხაროა რომ რამოდენიმე საუკუნე კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მშიშარა, შურისმაძიებელ და სასტიკ არსება ს სცემს თაყვანს როგორც ღმერთს. ისინიც კი ვინც აღფრთოვანდნენ მაცხოვრის თავგანწირვით, სიკეთით და სიყვარულით ტრადიციონალისტი ფარისევლების შემწეობით ადიდებდა მას, ვინც ხოცავდა, დევნიდა, აწამებდა და ავიწროებდა არა მარტო ადამის მოდგმას, არამედ ყოველგვარ სულიერს დედამიწაზე. და რა გვიკვირს, როდესაც ადიდებ მას ვინც ეჭვიანია და არ პატიობს თავის გვერდზე სხვა სიმართლეს, რომელსაც ეშინია რომ ადამის ძემ უკვდავებას არ მიაღწიოს, რომელსაც ეშინია, რომ ადამის ძე არ გაძლიერდეს და ზეცის კარიბჭეს არ მიადგეს, მისი მიმდევრებიც მისი მიმბაძველობით წვავდნენ სხვანაირად მოაზროვნეებს, ქოლავდნენ მათ ვინც სხვაგვარად ცხოვრობდა. და დღესაც ფუნდამენტალიზმის სათავე სწორედ ის ტოტალიტარული აზროვნებაა, რომელიც გამორიცხავს სხვა სიმართლეს, სხვა ღმერთს და სხვა რეალობას. მანამ სანამ ქრისტიანობა და ისლამი არ განთავისუფლდებიან ძველი აღთქმის ტყვეობიდან, სანამ არ ვაღიარებთ რომ მაცხოვარი ჩამოვიდა ძველი რჯულის გასაუქმებლად და ბოროტი დემიურგის ძალაუფლების დასამხობად, მანამ იბატონებს შეუმწყნარებლობა, ძალადობა და სიძულვილი დედამიწაზე.

0 comments:

Post a Comment