გუშინ ვმსჯელობდით თუ ვინ უფრო დიდ გავლენას ახდენს რეალობაზე, ისეთი შემოქმედი მაგალითად როგორიცაა ზომბი, თუ ორდინალური მაგრამ წარმატებული პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი შეხედვით გაცილებით მეტი ძალაუფლება და რეალობაზე ზემოქმედების მეტი საშუალება აქვს. ინტუიცია მკარნახობს, რომ ორდინალური პოლიტიკოსები ბევრს ვერაფერს ცვლიან. თუ განვიხილავთ რეალობას როგორც სემანტიკურ ველს, სადაც თითოეული ჩვენთაგანს გარკვული მღელვარება შეაქვს თავისი აზროვნებით, და სადაც თითოეული ჩვენთაგანი უხილავი ძაფებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, მაშინ ის წარმოგვიდგება, როგორც ოკეანე, თუმცა გარკვეული მასშტაბით ერთგვაროვანი და პროგნოზირებადი. და ამ ოკეანეში ჩვეულებრივი ადამიანები მოსაწყენ და ერთფეროვან საქმიანობაში არიან ჩართული - ისინი ხელს უწყობენ ოკეანის მღელვარებას რათა მრავალფეროვნების და სიცოცხლის ილუზია შექმნან. ყველაზე წარჩინებულები ყველაზე კარგად ართმევენ თავს ამ სპექტაკლს და თვიტონაც სჯერათ, რომ მათ გარკვეული ძალაუფლება გააჩნიათ რეალობაზე. და მხოლოთ მათ ვისაც შეუძლია წარმოუდგენელი ფლუქტუაციების შეტანა ამ მღელვარებაში, ვინც სრულად ამოვარდნილია ბანალურობის ჩარჩოებიდან ძალუძს ისეთი ტალღის წარმოქმნა, რომლის გამოძახილიც ეპოქებს გადაწვდება. და ამისთვის არცაა აუცილებელი მათ შესახებ ბევრმა იცოდეს. ჩემი ხედვით ისინი ვინც ყოველთვის ჩრდილში იყვნენ მაგრამ როგორც ჭეშმარიტი შემოქმედები არ ექვემდებარებოდნენ გარემოს გავლენას იყნენ რეალობის ნამდვილი არქიტექტორები.
dream report. ??.01.2012
5 weeks ago


ჭკვიანურია!
ReplyDelete