
პირველი მათგანი, ის რომელიც სხეულს უშუალოდ სიკვდილის ჟამს ტოვებს, მოიხსენება როგორც რენ ანუ საიდუმლო სახელი...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
ყველაზე რთული ალბათ ათვლის წერტილის პოვნაა, როდესაც იტყვის ”ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ... ” მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია უბრალოდ დასვა ნიშნულები სივრცე-დროითი კონტინიუმის სხვადასხვა წერტილებში. ალბათ ასეთია ჩვენი ბუნება, ადამიანური ფორმა რომელიც განსაზღვრავს ჩვენ არსებობას ამ შუალედში და კიდევ ჩვენ სხვა მრავალ ვერსიაში, ჩავსვათ ყოველი ისტორია მაგიურ წრეში, მისტერიაში, როდესაც ყველაფერი როდესღაც იწყება და როდესღაც მთავრდება.
მეორე სული თავისი მნიშვნელობით, რომელიც რიგით მეორე ტოვებს ფსკერისკენ მიმავალ ხომალდს, სიქიმია: ენერგია, ძალა, ნათელი...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
თავიდან მინდოდა კიდევ ერთი ადგილის დესკრალიზაცია მომეხდინა, და ადგილი რომელიც ზოგიერთ ჩვენგანს ხანდახან კიდევ ახსენებს ”მოჩვენებით შანსს” ყველასათვის ხილული გამეხადა. მაგრამ ინფანტილურმა სენტიმენტალიზმმა მაინც თავისი ქნა და გადავწყვიტე კვლავ ჩვეულ ადგილზე დამეწყო ის, რისი გაკეთებაც ალბათ დიდი ხანია რაც მინდა.
ნომერი სამი ქჰუ - მფარველი ანგელოზია...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
ბავშვობიდან მომდევს სურვილი გამეხედა რეალობის ფარდის მიღმა, რეალობის რომელიც უალტერნატივოდ შემომთავაზეს და რომლიდან გასასვლელ ყველა გზას გულმოდგინედ მიხურავდნენ. ყოველთვის მსურდა მეპოვნა კურდღლის სორო, რომელიც საოცრებათა ქვეყანაში მიმიყვანდა. და ამ სწრაფვამ მრავალი ის გზა გამატარა ნაწილობრივ, თამამად რომ მპირდებოდა კოდს, ჩემს წინაშე სასუფევლის კარიბჭეს გასაღებად.
მეოთხე სულია ბა, გული, ხშირად მზაკვარი და მოღალატე...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
ამ გზაზე ბევრი შხამიანი ეკალი შემხვდა, მაგრამ ბევრ მარგალიტსაც მივაგენი. და ვფიქრობ საკუთარი მადლიერება იმ ძალის წინაშე, რომელიც ჩემს ბედს განაგებს სწორედ ამ მარგალიტების გაზიარებით გამოვხატო. ჩემი სურვილი სწორედ ესაა, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც რატომრაც დღეს ამ ტერიტორიაზე არააქტუალურად და ხშირად ავადმყოფობის ნაყოფადაც მიიჩნევა. თუმცა ეს არანაირად არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ჩემი ხანმოკლე ცხოვების მანძილზე შეგროვებული განძის მიმართ.
მეხუთეა კა, ორეული, სამშვინელი, ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული პიროვნებასთან...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
ძნელია საკუთარი თავის დესაკრალიზაცია. რთულია სხვა ადამიანებს აჩვენო ის რასაც ყველაზე მეტად ელოლიავები, ცდილობ ცივი ნიავი არ მიაკარო, რაც გონია იმდენად მნიშვნელოვანია შენთვის და სათუთი, რომ სხვისი გონების შეხებაც კი მას თავის მაგიურ ძალას დაუკარგავს და უბრალო სუვენირად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ ითვლებოდა საჯარო აღსარება თავდაპირველ ქრისტიანობაში ერთ-ერთ გმირობად მაცხოვრისკენ მიმავალ გზაზე. გზაზე, რომელზეც შენ ყველა შენს შესამოსელ ტოვებ, მატერიალურს თუ სულიერს.
მეექვსე სულია ქჰაიბით, აჩრდილი, მეხსიერება, შენი წარსულის ერთობა როგორც ამ, ასევე წინა ცხოვრებებში...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
ყველაფერი კი მათი შეხვედრით დაიწყო. და საერთო სურვილით გაეტეხათ სასუფევლის კარიბჭე, ეპოვნათ გასასვლელი მარადისობაში, როგორც ერთ ერთი მათგანი ამბობდა ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ წასულიყვნენ. ბრაიან გაისინმა და უილიამ ბეროუზმა შეძლეს შეეცვალათ სამყარო, შეძლეს თაობებისთვის დაეტოვებინათ ნიშნულები, რომლის მიხედვით ჯადოსნურ სამყაროში მიმავალი ბილიკები უნდა გვეპოვა. და წავიდნენ როგოც თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები და იმედი მაქვს მათი დატოვებული ნიშნულები ნირვანისკენ ბარდოში მიმავალ გზაზე სიკვდილის შემდგომაც დაგვეხმარება.
და ბოლო, მეშვიდე სული არის სეჰუ ანუ ფერფლი...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”
ჩემი სურვილი იქნება ამ ბლოგის სახოთ ქსელში ისეთი კუნძულის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ვეძიოთ, ვიპოვოთ და განვიხილოთ ის თემები, რომლებიც არც თუ ისე პოპულარია ჩვენს გარშემო, რომლებზეც საუბარს თავს არიდებენ დ კოლექტიური ქვეცნობიერის ჯურღმულებში დევნიან; იდეები რომლებიც დაკავშირებულია რეალობის კონსტრუირების და მისი დემონტაჟის მეთოდოლოგიასთან; თემები რომლებიც სამყაროს სიღრმისეულ ბუნების ცდისეულ შესწავლას და ღვთაებრივი წყვდიადის წვდომას ემსახურება.
ბრაიონ გაისინს მასზედ, რომ გამაცნო ჰასან-იბნ-საბაჰი და მასწავლა საგნების შეშმარიტი ბუნების ხედვა...
უ. ს. ბეროუზი. ”დასავლეთის მიწები”


ააა ბოჟე, გაისინი და ბეროუზი, ეხლა ვაპირებდი ამატზე დაპოსტვას, აღარ ვიზამ:) ნეტა კიდე თუ პოსტავთ აქ..
ReplyDeleteკი ხანდახან :) უბრალოდ ამ ბოლო დროს ცოტა სხვა საქმეებზე გადავერთე
ReplyDelete