Friday, September 25, 2009

Self Patch v1.1 - Musique expérimentale


დღეს Zbynek Vostrak-ის Scales of Light-ს მივაგენი ქსელში და ბავშვობისდროინდელი მუიკალური ექსპერიმენტები გამახსენდა. არა ეს მუსიკალურ შემოქმედებას კი არ ეხებოდა, არამედ საკუთარი აღქმის გაფართოების მცდელობებს მუსიკის მეშვეობით. მახსოვს პირველად Arnold Schonberg-ის Funf Orchesterstucke-ს რომ მოვუსმინე გონებამ უბრალოდ უარი განაცხადა ყოველივე ეს მუსიკად აღექვა. ალბათ ეს საკუთარი ბიოკომპიუტერის გადაპროგრამირების ერთ-ერთი პირველი გაცნობიერებული მცდელობა იყო.
მახსოვს როგორი მოთმინებით ვუსმენდი თითოეულ ფრაზას და ვცდილობდი ხედვის კუთხე ისე შემეცვალა, რომ ყოველივე ამაში შინაგანი ”ჰარმონია” დამენახა. ჩემმა ბავშვობისდროინდელმა ვარჯიშებმა ალბათ ის შედეგი გამოიღო, რომ დღეს თუნდაც ერთი ატონალური მოტივი ესტეთურად მიმზიდველს და საინტერესოს ხდის პიესას. კლასიკური ჰარმონია კი უფრო საათის მექანიზმივით სრულყოფილი მაგრამ მოსაწყენი მექანიზმის ასოციაციას იწვევს.
თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ გვერდითი შედეგია, ასე რომ ვთქვათ სასიამოვნო ”ბენეფიტი”. მთავარი კი ის არის, რომ მსგავსი პრაქტიკა კიდევ ერთი მძლავრი საშუალებაა რელატივისტური მიდგომის კულტივირებისთვის და აღქმის სტერეოტიპებისგან განთავისუფლებისთვის. ასე რომ უსმინეთ ექსპერიმენტალურ მუსიკას და შეეცადეთ დატკბეთ იმით, რის აღქმაზეც თქვენი გონება პროტესტს გამოგიცხადებთ.
ხო მართლა Zbynek Vostrak-ს SoulSeek-ის ქსელში მივაგენი...

0 comments:

Post a Comment