Thursday, October 22, 2009

Public Enemy

ამ ბოლო დროს ერთ ამერიკულ ტელესერიალს - ”ზებუნებრივს” ვუყურებდი, სადაც მთავარი გმირების ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა უწმინდურობის განადგურებას შეადგენდა. სასიამოვნო მოულოდნელობა ერთ-ერთ სერიაში მოხდა, როდესაც ჯოჯოხეთის ნაშიერებზე მთავარმა ”მონადირემ” გადაწყვიტა დაეცვა ვამპირები, რომლებმაც უარი თქვეს ადამიანებზე ძალადობაზე და მათი სისხლის სმაზე. თუმცა მათი ბუნება კვლავ ვამპირული დარჩა, თუ არ ჩავთვლით ამ მთავარ გამონაკლისს. საინტერესო სწორედ ეს იყო, რომ ძველ ფასეულობებს, სადაც ბოროტება მისი წარმოშობით განისაზღვრებოდა თანამედროვე, თუმცა უძველესი შეხედულება დაუპირისპირდა, რომლის მიხედვითაც დასჯად ბოროტებად მხოლოდ სხვაზე ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს და მხოლოდ მას შეიძლება დავუპირისპიროთ პროპორციული ძალადობა. ხოლო ის თუ რას უშვება არსება საკუთარ თავს, ადამიანი იქნება ეს ვამპირი თუ სხვა სულიერი, მხოლოდ მითითების, დარიგების ან კრიტიკის ობიექტი შეიძლება გახდეს და არამც და არამც დასჯის. რადგან ჭეშმარიტება თითოეულ ჩვენთაგანს თავისებურად ესმის და ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება არცერთი სულიერი, ვისაც მასზე რაიმე მონოპოლია აქვს. ეს ყველაფერი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამახსენა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოება რომელიც ებრძვის ყოველგვარ განსხვავებულს, რომელიც მტრად აცხადებს ყველას ვინც სხვანაირად აზროვნებს ან ცხოვრობს, ვერასოდეს გახდება თავისუფალი რა ხელისუფლებაც არ უნდა ყავდეს მას. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ერთეულებს კი ძალუძთ შეცვალონ ისტორიის ვექტორი მაგრამ რეალობის შეცვლა მათ ძალას აღემატება.

1 comments:

  1. ho samcuxaroa,
    our reality here is dark and sad

    ReplyDelete