
დღეს გზაზე ბალარდის ”Сумеречная Зона”-ს ვკითხულობდი და თან Underwires-ს ვუსმენდი და თავი იმაზე გამოვიჭირე, რომ რაღაც შინაგანი სურვილი მაქვს აპოკალიფსისი დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები შანსი მაქვს გადავრჩე მოსალოდნელი კატაკლიზმების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მსურს თუნდაც ერთი სულიერი არსება დაიღუპოს... ალბათ ძალიან მომბეზრდა ეს წესრიგი, ადამიანთა მასების ყურება, რომელთა არსებობასაც მხოლოდ სტატისტიკისთვის ან და პლანეტის წვენების გაუმაძღარი ექსპლოატაციისთვის აქვს მნიშვნელობა... რამდენადაც უცნაური ან სამწუხარო არ უნდა იყოს ბალარდის პოსტაპოკალიპტური ეპოქა ნამდვილად უფრო მიმზიდველია ვიდრე დღევანდელი დღე...


მსგავსი სურვილი მეც მიჩნდება ხოლმე შიგადაშიგ :D
ReplyDeleteუბრალოდ დღეისათვის არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლის სხვა ალტერნატივა არ არსებობს...
ან ეს ტოტალიტარული მსოფლიო - ან მე3 მსოფლიო ომი ან რამე პლანეტის მასშტაბის კატასტროფა...
:|