
იმ დღეს სრულ ოფლაინში ვიყავი. ინტერნეტი ტექნიკური პრობლემების გამო კვლავ არ მუშაობდა. წასულების მოსახსენებელი წვეულებიდან ადრე დავბრუნდით და ყველაზე მეტად ნინოს გამგზავრება და ”ვარსკვლავური კრეისერის” ახალი სერია იპყრობდა ჩემ ყურადღებას. და კიდევ მცდელობა არ მეფიქრა იმაზე, რომ შეიძლებოდა ახალ ტექნოლოგიებში გაუთვიცნობიერებელ მებაჟეებში ჩემ დიდი ხნის ოცნებას ”დასავლეთ მიწებიდან” პირველყოფილი შიში გაეღვიძებინა და ხელი შეეშალა ”პირველი ევროპელების” მომავლის კულტურასთან ზიარებაში.
ასე რომ საკუთარი ნებით და სხვათა დახმარებით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ყველაფერი მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც სპექტაკლი დამთავრდა. პირველი რეაქცია სრულიად სტანდართული იყო და ობივაწელების მშვიდი ცხოვრების დარღვევამ აღმაშფოთა. შემდეგ იმან, რომ ხალხი ცხვარივით მისჩერებია ტელეეპოქის საკურთხველს და ყველაფრის სჯერა, რაც ვირტუალურ სამყაროში ხდება. ბოლოს კი ორსონ უელსი გამახსენდა და ჩემში ცოტა ხნით მიძინებულმა ეშმაკის ადვოკატმაც გაიღვიძა. პირველი კითხვა რაც ჩემმა ალტერეგომ დასვა ჩემთვისაც უხერხული იყო. რამ უფრო აღმაშფოთა მე და სამხრეთის პროვინციის ”ინტელექტუალები” - მორიგმა იდიოტურმა სპექტაკლმა თუ საკუთარი იდიოტიზმის გაუცნობიერებელმა შეგრძნებამ? იდიოტიზმის, რომელიც საკუთარი წარმოდგენების მიხედვით აწესებს სხვა არსებების გამოხატვის საზღვრებს მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მშვიდად გაიყვანოს დრო მორიგ განსხეულებამდე? და არ იდარდოს იმაზე, რომ ყველაფერი რაც მე რეალობა მგონია მხოლოდ დაბნელებული გონების მორიგი ზმანებაა? ნუთუ ორსონ უელსს მხოლოდ იმიტომ არ მოსთხოვეს პასუხი ამერიკელი ობივაწელების შეშფოთებისათვის, რომ ეს ობივაწელები მას გენიოსად თვლიდნენ? და თვლიდნენ კი?
როგორც ყოველთვის ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, საკუთარი ”დემოკრატიული უფლებების” , ”ღირსების” და იდიოტიზმის დაცვაში. და არ გვადარდებს ის, რომ ვემსგავსებით ძალოსანს, რომელმაც საკუთარი შტანგა შეიძულა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზედმეტ ენერგიას ართმევს. დაკავებული ვართ ინდულგირებით და არ გვინდა დავაფასოთ ძალა, რომელიც შანსს გვაძლევს აგენტი სმიტის კიდევ ერთი პროგრამული შეცდომა მატრიციდან თავის დასაღწევ სტიმულად გამოვიყენოთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომელთა მთავარი საზრუნავი ორგანიზმის შენარჩუნებაა ეგოისტი გენის რეპლიკაციისთვის. მაგრამ ვერ გამიგია მათი, ვინც ერთხელ მაინც ”დაფიქრებულა” ცხოვრების აზრზე, რეალობაზე და ვერასოდეს აბარებს გამოცდას საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგულებაში. არ მესმის მათი ვისაც ჩემი აზრით საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო არ უნდა აღელვებდეს სისტემის ნაკლოვანებები, რადგან მათი არსებობა მხოლოდ სისტემის დეკონსტრუქციას უწყობს ხელს. ალბათ არ მესმის იმიტომ, რომ მეც ცრურწმენებით ვარ შეპყრობილი და მჯერა მათი ”ინტელექტუალური შესაძლებლობების”...


არაფერი უკვალოდ არ ქრება: ზოგი გაკვეთილს გამოიტანს ამ გამოცდილებიდან, ზოგი - ვერა. საწყენია, რომ ამ გამოცდილებას ვიღაც რეგვენის შეცდომა თუ ქვენა პოლიტიკური გრძნობებით მოტივირებული აქციით სწავლობ. თუმცა, საბოლოო ჯამში თუ გაკვეთილს კარგად აითვისებ, შეიძლება სწავლების მეთოდი არც იყოს რელევანტური.
ReplyDeleteაბესალომი
მთავარია სახელების დარქმევაში არ შევცდეთ :) ის რეგვენი - აგენტი სმიტია, და სპექტაკლი - გამოცდილების წყარო, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიზანი სისტემის გაუმჯობესება კი არა მისი მწყობრიდან გამოყვანაა. თუ ვირუსად გრძნობ თავს რატომ უნდა გადარდებდეს ის, რომ მორიგ ბაგს წააწყდი? ;)
ReplyDelete