ამ ჩანაწერის გაკეთების სურვილი ლიბერალის ერთ-ერთი ბლოგერის ჩანაწერის წაკითხვისას გამიჩნდა. წლების განმავლობაში ჩემი და არა მარტო ჩემი ძალისხმევით ტრადიციონალიზმის მიმართ მწვავე იმუნური რეაქცია განმივითარდა და მსგავსი იდეები ჩემში ყოველთვის ააქტიურებს განსჯის პროცესს.
როდესაც ქალაქს ვაკვირდები არასდროს მხიბლავს ჭიანჭველების ბუდეების მსგავსი უგვანო საბჭოთა კორპუსები პოსტსაბჭოთა მუტაციებით და ძირითადად უგვანო თანამედროვე განაშენიანება. მაგრამ როდესაც ვკითხულობ ტრადიციონალიზმის ვირუსით დაავადებული ესთეტი ავტორების ჩანაწერებს, ყოველთვის ვუსვავ თავს კითხვას თუ რატომ უნდა მაწუხებდეს იმ ქალაქის სახე, სადაც დავიბადე უფრო მეტად, ვიდრე ამ ქალაქის სულიერი ლამდშაფტი? ჩემთვის, როგორც სულიერი არსებისთვის ხომ უფრო მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესო ქალაქის ფსიქოქოგეოგრაფიაა. მისი გარეგნული იერის ესთეტური გადაფასება ხომ ყოველთვის შეიძლება. ყოველთვის შეიძლება დაინახო სილამაზე იქ სადაც წარსულ ჩაბღაუჭებული არსებები მხოლოდ სიმახინჯეს ხედავენ. თანამედროვე ხელოვნება ხომ ამის ბრწყინვალე მაგალითია. იქნება ეს "გერნიკა” თუ ბოიდ რაისის შემოქმედება. და კვლავ მიჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა მაღელვებდეს თუ როგორ გამოიყურება ქალაქი სადაც მე დავიბადე? იქნებ იმიტომ, რომ ვერასოდეს მივატოვო ის, რაც საკუთარმა კარმამ თუ სამყაროს სპონტანურობამ რატომღაც მომაკრა იარლიყივით. იმიტომ, რომ სამყაროში ჩემი ხეტიალისას ყოველთვის არსებობდეს კუნძული, სადაც ჩემი ნავთსაყუდელი იქნება. სამყაროს ჭიპი თუ ღერძი, რომლის გარშემოც აიგება ყოველივე, რასაც შევიმეცნებ ჩემი მოგზაურობის ხანმოკლე პერიოდის დროს დაბადებიდან სიკვდილამდე და ალბათ შემდეგი დაბადების შემდეგაც, რადგან გონება სამწუხაროდ ნაცნობისა და მშობლიურისადმი მიილტვის.
და ხომ არ ჯობია უფრო უგვანი იყოს ის ადგილი სადაც ვიბადებით, რომ უფრო მეტი სტიმული გვქონდეს გავეცალოთ ნაცნობს და ჩვეულს თუ ამ ცხოვრებაში არა, შემდეგ განსხეულებაში მაინც?
dream report. ??.01.2012
3 weeks ago



0 comments:
Post a Comment